1.პროექტის სახელწოდება : პურ–ფუნთუშეულის საცხობის გახსნა
2.პროექტის მთავარი იდეა : როგორ შევძლოთ მცირე ბიზნესის დაწყება?
3.პროექტის აქტუალობა : ბიზნესის მართვა ერთ–ერთი აქტუალური თემაა
ქვეყანაში. სწორად დაგეგმილი მცირე ბიზნესი მომავალში დიდი ბიზნესის საწინდარია,
ეს კი ოჯახების და შემდეგ ქვეყნის გამდიდრების დიდი შანსია.
4.პროექტის მიზნები : მოსწავლეები დაეუფლებიან მონაცემების მოძიებას,
შეძლებენ მის დამუშავებას, გაანალიზებენ და საჭიროების მიხედვით დაახარის
აგრეთვე შეიმუშავებენ და გამოიყენებენ რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარება მათ მცირე ბიზნესის განხორციელების საქმეში.
5. მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები : მოძიებული მასალების გაანალიზებისა და აღრიცხვის შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ გადაწყვეტილებას ღირს თუ არა:
ა) პურფუნთუშეულის გახსნა ბ) რა ტიპის საცხობის გახსნაა მიზანშეწონილი აგრეთვე შეძლებენ აწარმოონ აღრიცხვა ბიზნესში, ბალანსი და მოგება – ზარალის ანგარიში.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები – დიდი ზომის ქაღალდი კედლის
გაზეთისათვის, მარკერები, ინტერნეტი პრეზენტაციისათვის, სატელევიზიო გადაცემა ,,ბიზნეს კურიერი“.
9.პროექტის მსვლელობა: ა) მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას სავარაუდო კითხვარის მიხედვით ბ) მუშაობს მთელი კლასი გ) ინაწილებენ ფუნქციებს დ)აანალიზებენ მოძიებულ ინფორმაციას ე)აფორმებენ კედლის გაზეთს ვ)ინტერნეტის საშუალებით აწყობენ პრეზენტაციას
ზ)მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად და ჯგუფურად, ერთი ჯგუფი მიოპოვებს ინფორმაციას და მათზე დაყრდნობით გააკეთებს ანალიზს ,,რა ტიპის საცხობის გახსნაა მიზანშეწონილი“? მეორე ჯგუფი გააკეთებს აღრიცხვას ბიზნესში, ანუ დაითვლის რა თანხას
უნდა შეადგენდეს პირადი მოგება (პირველი თვეების განმავლობაში), რომ ჩაებან ამ საქმიანობაში.
10.საგნებთან კავშირი : გ. გოგიშვილი–მათამატიკა VII კლასი
სამოქალაქო ეკონომიკა : ბიზნესი თავისუფალი მეწარმეობის პირობებში.
11.სავარაუდო კითხვარი ინფორმაციის შესაგროვებლად
რამდენად ხშირად ყიდულობთ პურს თქვენი ოჯახისათვის (ყოველდღე, დღე–გამოშვებით, და სხვა)
დამოკიდებულია თუ არა ნაყიდი პურის ოდენობა მის ფასზე?
რამდენ პურს ყიდულობთ ერთ ჯერზე?
რა სახეობის პურს ანიჭებთ უპირატესობას (შოთი, ლავაში, მრგვალი პური, ქვია პური
და სხვა)?
სისტემატიურად იძენთ თუ არა ფუნთუშებს?
რომელი სახის ფუნთუშა გირჩევნიათ–ქიშმიშიანი, შოკოლადიანი, ხილფაფიანი, ნიგვზიანი და სხვა)?
უფრო ხშირად რა დროს გიწევთ პურ–ფუნთუშეულის შეძენა – დილით, დღისით თუ საღამოს?
შეგროვილი ინფორმაციის მიხედვით პრეზენტაციისათვის შეავსებენ სიხშირეთა ცხრილს:
| | ზომის ერთეული | რაოდენობა | ერთეულის ფასი | თანხა |
პურის შეძენის სიხშირე(კვირაში) | შვიდჯერ | ცალი | | | |
4–––6 | ცალი | | | | |
1––––3 | ცალი | | | | |
პურის საყვარელი სახეობა | შოთი | ცალი | | | |
ლავაში | ცალი | | | | |
მრგვალი პური | ცალი | | | | |
ქვის პური | ცალი | | | | |
ერთჯერზე შეძენილი პურის ოდენობა | 5 ან მეტი | ცალი | | | |
3 ან 4 | ცალი | | | | |
1 ან 2 | ცალი | | | | |
ფუნთუშის საყვარელი სახეობა | ქიშმიშიანი | ცალი | | | |
ხილფაფიანი | ცალი | | | | |
ნიგვზიანი | ცალი | | | | |
პურ–ფუნთუშეულის შეძენის დრო | 700–––1200 | ცალი | | | |
1200––1700 | ცალი | | | | |
1700–––2100 | ცალი | | | |
12.პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან კევლიშვილი
13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა ––––– darejan01@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий